
კრემლი – დიდ ბრიტანეთს: „ჩვენი მოქმედების შეცვლას არ ვაპირებთ“
07/06/2019 10:18:30 სხვა, მსოფლიო
მოსკოვი რუსეთსა და დიდი ბრიტანეთს შორის ურთიერთობების გაუარესებაში ლონდონს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ „მოქმედების შეცვლას არ აპირებს“.
„არანაირად არ ვაპირებთ, ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს მოქმედებებში, რადგან მთელს რუსეთს სურს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა, რომელიც ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაზე იქნება დაფუძნებული“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
ცნობისთვის: გუშინ დიდი ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ქვეყანას რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ეს უკანასკნელი საერთაშორისო არენაზე თავის მოქმედებებს შეცვლის.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021