
ჩეხეთი სერჟ სარგსიანის ძმისშვილს სომხეთს გადასცემს
05/06/2019 09:55:40 კავკასია
პრაღაში მუნიციპალურმა სასამართლომ დააკმაყოფილა სომხეთის თხოვნა ექსპრეზიდენტ სერჟ სარგსიანის ძმისშვილის ნარეკ სარგსიანის სომხეთში დაბრუნების თაობაზე.
"დაკავების მომენტში მან წარმოადგინა გვატემალის მოქალაქის ყალბი პასპორტი, რომელიც ფრანკლინ გონსალესის სახელზე იყო გაცემული" - აცხადებდა პრაღის პოლიციის პრეს-სამსახური სარგსიანის დაკავების შემდეგ.
სომხეთმა ნარეკ სარგსიანის საერთაშორისო მასშტაბით ძებნა 2018 წლის ზაფხულში გამოაცხადა. მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე, მათ შორის იარაღის, საბრძოლო საშუალებების და ნარკოტიკების ფლობაზე. მას ასევე ედავებიან მხატვარ მარტიროს სარიანის შთამომავლებისგან 280 ათას დოლარამდე ღირებულების ნამუშევრების მოტყუებით წაღებას და ადამიანის გატაცებას და ცემას. ის პრაღაში 6 დეკემბერს დააკავეს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021