Accentnews.ge
რას უპირისპირებს ნატო რუსეთის ბირთვულ საფრთხეს: სტრატეგია 4 პუნქტად

რას უპირისპირებს ნატო რუსეთის ბირთვულ საფრთხეს: სტრატეგია 4 პუნქტად

04/06/2019 14:02:25 თვალსაზრისი, ანალიზი

რუსეთი და ნატო მუდმივად საუბრობენ დიალოგის აუცილებლობაზე. თუმცა ეს - სიტყვით. საქმით კი მხარეები მუდმივად ცვლიან ურთიერთბრალდებებს აგრესიულ მოქმედებაში და ახალ-ახალ საპასუხო ნაბიჯებს იგონებენ. “პასუხის პასუხებისპირამიდა უკვე იმდენად მაღალია, რომ კითხვამვინ დაიწყო პირველმა?” აზრი დაკარგა. ამ დაპირისპირების ახალ ეტაპზე ნატო- ღონისძიებათა მთელი კომპლექსი შეიმუშავა. სამხედრო წვრთნები რუსეთის საზღვრის უშუალო სიახლოვესეს ამ სტრატეგიის მხოლოდ ერთი შემადგენელი ნაწილია.

3 ივნისს კალინინგრადის ოლქიდან სულ რაღაც 60 კმ-ში ნატო- ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება “Tobruq Legacy-19” დაიწყო. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 19 წევრი ქვეყნის სამხედროები პოლონეთის ტერიტორიაზე რაკეტსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ღონისძიებებში წვრთნებს გადიან.

ამავდროულად ნატო კიდევ რამდენიმე სწავლებას მართავს აღმოსავლეთ ევროპაში: ლატვიაში, ბულგარეთში, რუმინეთში, უნგრეთსა და ბალტიის ზღვაში.



მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წვრთნები დიდი ხნის წინაა დაგეგმილი, ისინი ალიანსის სამხედრო სტრატეგიის ცვლილების ფონზე იმართება. და ეს ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში პირველად მოხდა.

მიზეზი რუსეთის მხრიდან ახალი გამოწვევები და ბირთვული საფრთხეა, - განმარტა ნატო- გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ახალი სამხედრო კონცეფციასრული დაცულობის გარანტიას შექმნის და სტაბილურობას უზრუნველჰყოფს”.

როგორც ნატო-ში აცხადებენ, ყირიმის მოვლენებმა ნათლად წარმოაჩინა, რომ რუსეთის შეკავება განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვს. ამ მიზნით ალიანსში  4-პუნქტიანი სტრატეგია შეიმუშავეს.

1.მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება სანქციებითა და ბაზებით


უპირველესად, საუბარია პოლიტიკურ ზეწოლაზე, ანუ სანქციებზე. ევროკავშირში არსებობს განსხვავებული მოსაზრებები რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების როგორც მიზანშეწონილობაზე, ისე ეფექტურობაზე, ამიტომაც ნატო დიდი მონდომებით უჭერს მხარს იმას, რომ სანქციების შენარჩუნება ხერხდება.

ამ პუნქტის კიდევ ერთი შემადგენელი მოკავშირეების თავდაცვის გაძლიერებაა. მაგალითად, ალიანსმა გააძლიერა თავისი მუდმივი კონტინგენტი რუმინეთში, ხოლო რუმინულ ქალაქ ოტოპენში ახლახანს დასრულდა ნატო- წვრთნები კომუნიკაციებისა და ინფორმატიკის მიმართულებით.

გარდა ამისა, ალიანსი აგრძელებს უკრაინისა და საქართველოს დახმარებას.

ეს ყველაფერი, როგორც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიიჩნევენ, ზრდის მოსკოვზე ფსიქოლოგიურ გავლენას და აძლიერებს ნატო- პოზიციებს ევროპაში.

"ნატო- რაიმე მსხვილი მილიტარიზაციის პროცესი არ დაუწყია. არსებობს გარემოებები, რომელიც რუსეთის ქმედებების გამო შეიქმნა. ნატო კოლექტიური თავდაცვითაა დაკავებული და ზუსტად იმას აკეთებს, რასაც მისგან მოკავშირეები ელიან" – აცხადებს ნატო- მრჩეველი რუსეთის საკითხებში რობერტ პშელი.

ამასთან, ალიანსის წევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ რუსეთის იზოლირებას არ ისურვებდნენ.

"ჩვენ არ ვისწრაფვით კონფრონტაციისკენ, თუმცა საერთაშორისო წესების დარღვევას იგნორირებას ვერ გავუწევთ. ჩვენი ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის მოსკოვმა უნდა დაიწყოს საერთაშორისო სამართლის პატივისცემა. სულ ცოტა ხნის წინ მან ქერჩის სრუტეში მეზობლების მიმართ ძალა გამოიყენა, მონაწილეობს კიბერშეტევებში და ერევა დემოკრატიულ პროცესებში. გარდა ამისა, რუსეთი არღვევს შეიარაღებაზე კონტროლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეთანხმებასმცირე და საშუალო დამიზნების რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ", - განუცხადა BBC- აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვანესა ეკერმა.

როგორც ბრიუსელში აღნიშნავენ, ალიანსის ოთხი ბატალიონი აღმოსავლეთ ევროპაში ვერც რიცხოვნობით, ვერც შეიარაღებით შეედრება იმ სამ დივიზიას, რომელიც მოსკოვმა რუსეთის სამხრეთ და დასავლეთ ოლქებში ნატო- ქმედებების საპასუხოდ განათავსა.

2. გამაგრება შავ ზღვაში: "იგი ერთ ქვეყანას არ ეკუთვნის"




ნატო- ახალი სტრატეგიის მეორე პუნქტის არსი შავ ზღვაში წარმოდგენილობის ზრდაში მდგომარეობს. საუბარია თვითმფრინავების, ფრეგატების, საესკადრო ნაღმოსნებისა და სხვა საბრძოლო გემების პატრულირებაზე.

სულ რამდენიმე წლის წინ ალიანსი შავი ზღვის რეგიონს სტაბილურად მიიჩნევდა. მაშინ პრიორიტეტული ბალტიის ზღვაში არსებული ვითარება იყო. თუმცა ბოლო წლების მოვლენებმა (მაგალითად, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ) აიძულა ნატო, პრიორიტეტებისთვის გადაეხედა და ბალტიის რეგიონმა მეორე მწკრივში გადაინაცვლა. ნატო- წარმომადგენლები აღიარებენ, რომ მსგავსი ვითარება სულ მცირე, რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება.

"დადგა ხანგრძლივი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შავი ზღვის რეგიონი არასტაბილური იქნება, რუსეთის ძალიან მძლავრი სამხედრო წარმოდგენილობით, - თვლის ნატო- გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი. - ჩვენ გრძელი სია გვაქვს წვრთნებისა, რომელთაც მათ შორის შავ ზღვაში ნატო და ალიანსის მოკავშირეები ჩაატარებენ. რა თქმა უნდა, ეს ძირითადად სამხედრო მიზანშეწონილობიდან გამომდინარე კეთდება, თუმცა ასევე პოლიტიკური მოტივებითა და ძალის დემონსტრირების მიზნით".

შავ ზღვაში ნატო- ბოლო წვრთნები – "ზღვის ფარი" – ეს არა მარტო უკრაინის დახმარების პაკეტის ნაწილია, არამედ საშუალება, ნატო- შავ ზღვაში აფსებული ვითარების შესახებ ინფორმირებულობა აიმაღლოს.

რუსეთმა რეაგირება ოპერატიულად მოახდინა. უპირველესად, ფედერაციის საბჭომ განაცხადა, რომუკრაინული  გემების მიერ ქერჩის სრუტეში გავლის პროცედურების დარღვევა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის საფრთხეს ქმნის”. "უკრაინის მცდელობები, ამ პროცედურების გვერდის ავლით იმოქმედოს, შეიცავს უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამხედრო კონფლიქტის წარმოშობის რისკებს, რომელშიც ნატო- იქნება ჩათრეული", - ნათქვამია განცხადების ტექსტში.

თუმცა რუსეთის პასუხი სიტყვებით არ შემოფარგლულა. ნატო- კვალდაკვალ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებმა შავ ზღვაში საბრძოლო წვრთნები ჩაატარეს, ხოლო საზღვაო ავიაციის ვერტმფრენებმაპირობითი მტრის დარტყმიდან ძალების გაყვანისღონისძიებები დაამუშავეს.

უკრაინული დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი ვადიმ სკიბიცკი თვლის, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალების ფლოტისა და შავ ზღვაში ნატო- ჯგუფის წინაშე არსებული ერთ-ერთი გამოწვევაა შესაძლო პროვოკაცია ან გარკვეული ინციდენტი წვრთნების  მსვლელობისას, რომელსაც შესაძლოა, სამხედრო კონფლიქტი მოჰყვეს. "რა თქმა უნდა, ეს საფრთხეა უკრაინული მხარისათვის", - აღნიშნავს სკიბიცკი.

ნატო-  ჩინოსნები შეშფოთებასა და გაღიზიანებას გამოთქვამენ იმასთან დაკავშირებით, რომ წვრთნების მსველობისას რუსეთიალიანსის ქვეყნებზე ბირთვული შეტევის სიმულირებას ახდენს”.

"შავი ზღვა მხოლოდ ერთ ქვეყანას არ ეკუთვნის, - განაცხადა BBC-სთან საუბრისას ნატო- მრჩეველმა რუსეთის საკითხებში რობერტ პშელმა და ამით აშკარად მიანიაშნა მოსკოვის ქმედებებზე. - ჩვენ ამის შეხსენებით არ დავიღლებით".

3. მოკავშირეების დახმარების პაკეტები: "ესევროვიზიაარ არის"



პრიორიტეტული კვლავ უკრაინა და საქართველოა. ერთობლივი წვრთნები საქართველოსთვის არის შესაძლებლობა, დაუახლოვდეს ნატო-, რომლისკენაც იგი დიდი ხანია, ისწრაფვის. ხელისუფლების ოფიციალურ პირებს არაერთგზის აღუნიშნავთ, რომ ალიანსში ინტეგრაცია ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიაა.

ნატო-სთან ბოლო ერთობლივი წვრთნები საქართველოში მიმდინარე წლის მარტში ჩატარდა. ქვეყნის ხელმძღვანელობამ ტრადიციულად აღნიშნა, რომ წვრთნები არ არის მიმართული არც ერთი მესამე ქვეყნის წინააღმდეგ. ამავდროულად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ამ წვრთნების ერთ-ერთი მიზანია, ნატო- არაწევრ ქვეყნებში საფრთხეებზე რეაგირების მზადყოფნა შემოწმდეს.

რაც შეეხება უკრაინას, აქ საუბარია როგორც სპეცსამსახურების დონეზე ურთიერთქმედებაზე, ისე სამხედრო-საზღვაო ძალების გაძლიერებაზეამ სფეროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყირიმის დაკარგვის გამო, სადაც უკრაინის სამხედრო ფლოტის დიდი ნაწილი იყო ბაზირებული. სულ ნატო- დახმარების გეგმაში 40 პუნქტია გაწერილი, რომლის მიხედვითაც კიევს დახმარება გაეწევა.

"ნატო ზოგადად ასე მუშაობს: ჩვენ უსაფრთხოების არანაირ საკითხებს არ ვუდგებით ხელოვნურად, - "არ იქნებოდა ურიგო, სადმე რამე აგვემოქმედებინა". ნებისმიერი საუბარი ნატო-ში ყველა რისკის შეფასებით იწყება. ეს ნიშნავს, რომ ყველა ქვეყანა წარმოადგენს და უცვლის დანარჩენებს საკუთარ შეხედულებებს, ინფორმაციას და .. არსებობს კონკრეტული ფაქტები: ჩვენ ვიცით, რომ მოხდა, მაგალითად, უკრაინელი მეზღვაურების დატყვევება. ან თვალს ვადევნებთ, როგორ აქცევს რუსეთი ყირიმს არსობრივად ერთ უზარმაზარ სამხედრო ბაზად, - ამბობს ნატო-ელი ჩინოსანი რობერტ პშელი. - ჩვენ ვაანალიზებთ ყველა ამ ფაქტსა და მოქმედებას და ვეძებთ სათანადო პასუხს".

თუმცა  უკრაინის დახმარების პაკეტი ქვეყნის წინა პრეზიდენტის დროს დამტკიცდა. შეიცვლება თუ არა კიევისა და ნატო- ურთიერთობები ვლადიმირ ზელენსკის პირობებში? თავად პრეზიდენტმა შვედეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ამასწინანდელ შეხვედრაზე დაუდასტურა კოლეგებს, რომ უკრაინა ნატო-სთან ინტეგრაციის პოლიტიკის წარმოებას გააგრძელებს. თუმცა ზოგიერთი ექსპერტები ზელენსკის პირველი საჯარო განცხადებების ანალიზის შედეგად მიდიან დასკვნამდე, რომ იგი წინამორბედთან შედარებით, შესაძლოა, ნაკლებ დაჟინებული და თანმიმდევრული იყოს ბრიუსელთან დიალოგში.

"ჩვენ აქ "ევროვიზია" კი არ გვაქვს, რომ ქულები ვწეროთ. უკრაინაში თავისუფალი არჩევნები ჩატარდა, ხალხმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ნატო- გენერალუტი მდივანი უკვე ესაუბრა ტელეფონით ზელენსკის. და ჩვენი ზრახვები უკრაინასთან მიმართებაში არანაირად არ შეცვლილა, - დაადასტურა პშელმა. - უნდა ვაღიაროთ, რომ კიევი რთულ მდგომარეობაშია. არსებობს კონფლიქტი, რომელიც უკრაინას არ დაუწყია. ადამიანები დღემდე იღუპებიან. ზელენსკის წარმატებას ვუსურვებთ და მზად  ვართ მასთან თანამშრომლობისთვის".

4. წინააღმდეგობა კიბერსაფრთხეებს: 6 წუთი გადაწყვეტილებისთვის


კიბერშეტევით მიყენებული ზიანი რეალური სამხედრო დარტყმის ტოლფასია, თვლიან ნატო-ში. ერთ ასეთ შეტევას ძალუძს, ეკონომიკას მილიარდობით დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენოს, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის პარალიზება გამოიწვიოს და უმსხვილესი კომპანიების მუშაობა შეაჩეროს.

"ნატო- ამ მხრივ იმუნიტეტი არ გააჩნია. ყოველდღიურად ვარეგისტრირებთ საეჭვო ქმედებებს, რომელიც ალიანსის კიბერსისტემების წინააღმდეგაა მიმართული. ახალი ტექნოლოგიებისხელოვნური ინტელექტის, ავტომატური სწავლებისა და ღრმაფეიქებისგანვითარებასთან ერთად, კიბერშეტევები კიდევ უფრო საშიში გახდება", - განაცხადა ნატო- გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.

ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა მოილაპარაკეს იმაზე, რომ ნებისმიერი კიბერშეტევა დაკვალიფიცირდეს ნატო- წესდების მე-5 მუხლის (ალიანსის ერთ ან მეტ ქვეყანაზე თავდასხმა ითვლება თავდასხმად მთლიანად ნატო-ზე და ყოველი წევრი ქვეყანა ვალდებულია, დახმარება გასწიოს) დარღვევად.

ასე გაუთანაბრეს კიბერსივრცე მიწას, ზღვასა და ჰაერს.

კიბერსაფრთხეების აღრიცხვით კიბეოპერაციების სპეციალური ცენტრია დაკავებული, თუმცა სრული ძალით იგი მხოლოდ 2023 წელს ამოქმედდება.

"კიბერთავდასხმების განმახორციელებელმა პირებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ აუცილებლად გამოავლენენ. როგორც მაშინ, როცა ნიდერლანდების ხელისუფლებამ ბრიტანელი ექსპერტების  დახმარებით ჰააგაში ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაზე რუსეთის თავდასხმა ჩაშალა", - განაცხადა სტოლტენბერგმა  მაისის ბოლოს კიბერთავდაცვის საკითხებისადმი მიძღვნილ ნატო- კონფერენციაზე.

რუსულმა მხარემ მაშინ განაცხადა, რომ ტექნიკა, რომელიც რუსეთის დაკავებულ მოქალაქეებს აღმოუჩინეს, “გამიზნული იყო საელჩოს საინფორმაციო სისტემების ტესტირებაზე კომპიუტერული ქსელების დაცულობის ანალიზისთვის, რაც რუსულ სახელმწიფო უწყებებში კიბერშეღწევების შემთხვევების გახშირებით იყო გამოწვეული".

ბრიტანეთი, ისევე, როგორც ნატო- სხვა წევრები, საკუთარ სტატისტიკას აწარმოებს. ამ თემაზე თავის ბოლო განცხადებაში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა პირდაპირ დაადანაშაულა რუსეთი კიბერშეტევების ორგანიზებაში.

"ჩვენი გათვლით, რუსეთის სადაზვერვო სამსახურები არაერთი ქვეყნის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინფრასტრუქტურების მოწყვლადობის ძიებაში არიან. ამ გლობალური კამპანიის ფარგლებში ისინი ასევე ისწრაფვიან, მოიპოვონ წვდომა ცენტრალურ სამთავრობო სისტემებზე. ბოლო 18 თვის განმავლობაში კიბერუსაფრთხოების ეროვნულმა ცენტრმა ჩვენს 16 მოკავშირეს ნატო-ში და ალიანსის არაწევრ კიდევ უფრო მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია მათ ტერიტორიებზე რუსეთის კიბერაქტიურობის შესახებ", - განაცხადა ჰანტმა და დასძინა, რომ ნატო- ქვეყნებისთვის აუცილებელია, ერთობლივად შეეწინააღმდეგონ რუსულ კამპანიას მთელს მსოფლიოში კიბერშეტევების განხორციელების მიმართულებით.

რუსეთში საპასუხოდ განაცხადეს, რომ "ფორინ-ოფისის უფროსი ჩვეულ მტრულ ანტირუსულ რიტორიკას დაუბრუნდა, რომელსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს".

ნატო- ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ეთანხმება მოსაზრებას, რომ ალიანსმა კიბერსაფრთხეებს სათანადო ყურადღება უნდა დაუთმოს. მეტიც, მისი აზრით, ნატო- კიბეროპერაციების ცენტრი სრული ძალით 2023 წლამდეც უნდა ამოქმედდეს. "უნდა ვიჩქაროთ და ამ ქვედანაყოფის რიცხოვნობა მნიშვნელოვნად უფრო დიდი უნდა იყოს. ამასთანავე, ნატო- სარდლობას უნდა მივანიჭოთ უფლება, გასცეს თავდაცვითი კიბერშეიარაღების გამოყენების ბრძანება გარედან შემოტევის საპასუხოდ", - განუცხადა მან BBC-.

ყოფილი გენერალური მდივანი თვლის, რომ ნატო უნდა დაფიქრდეს ელექტრონულ დაზვერვაზეც, რათა ახალ საფრთხეებს სათანადო წინააღმდეგობა გაუწიოს და, როგორც შედეგი, უფრო სწრაფად შეძლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება

"1990-იანებში ნატო- 6 თვე დაეხარჯა ბალკანეთში სამხედრო ოპერაციის დაწყების გადაწყვეტილების მისაღებად. ლიბიაში მოქმედების დაწყების გადაწყვეტილების მისაღებად 6 დღე დაგვჭირდა. ვფიქრობ, სამომავლოდ სულ 6 წუთი გვექნება. ნატო- სარდლობას უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა, ამ დონის გადაწყვეტილებები სწრაფად მიიღოს", - დასძინა სტოლტენბერგმა.




ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S