
ანსამბლი “კადეტები“ „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2019“–ზე პირველი ადგილის მფოლობელები გახდნენ
04/06/2019 10:58:54 სხვა, თავდაცვა, საზოგადოება, რეკლამა
კადეტთა ხალხური სიმღერის ანსამბლი “კადეტები“ „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2019“–ზე პირველი ადგილის მფოლობელები გახდნენ.
როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დღეს ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრში „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა-2019“ -ის ფინალური ტური და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.
"ოლიმპიადა სხვადასხვა ჟანრში ჩატარდა და მასში ქუთაისის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა გამარჯვებული მოსწავლეები. პირველი საპრიზო ადგილი ხალხურ სიმღერაში დაიკავა ანსამბლმა “კადეტები“ სიმღერით -“შუკა შუკა, შარა შარა“. აღსანიშნავია, რომ ანსამბლმა შემოქმედ მოსწავლეთა ოლიმპიადაში 2016 წელს მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა, ხოლო 2017 წელს გრანპრი მიიღო. ანსამბლს ხელმძღვანელობს პედაგოგი ნინო გედენიძე.
მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა ქუთაისის მერიის ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა მიმართულებით: ქართული ხალხური სიმღერა, მხატვრული კითხვა, ქართული ესტრადა, ქართული ხალხური ცეკვა. კონკურსი ორ ეტაპს (შესარჩევსა და ფინალურს) მოიცავს და მასში მონაწილეობენ ქუთაისის სკოლების მოსწავლეები. მისი მიზანია მოსწავლეთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა", – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021