Accentnews.ge
ნატო–ს გემების საქართველოს პორტებში შემოსვლაზე დიპლომატიური ნებართვები მარტივდება

ნატო–ს გემების საქართველოს პორტებში შემოსვლაზე დიპლომატიური ნებართვები მარტივდება

03/06/2019 14:45:59 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების, ასევე ნატოს ოპერატიულ დაქვემდებარებაში მყოფი ხომალდებისთვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებსა და პორტებში შემოსვლაზე დიპლომატიური ნებართვები გამარტივდება. კანონპროექტი უკვე მომზადებულია და კონკრეტულ უწყებებთან თანხმდება,– ამის შესახებ საქართველოს მთავრობის 2018-2020 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშშია ნათქვამია.

ანგარიშისვე მიხედვით, გაიზარდა ნატოს მუდმივმოქმედი საზღვაო შენაერთების საპორტო ვიზიტების ინტენსივობა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. თავის მხრივ, საქართველო მზადაა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს შავი ზღვის აუზის რეგიონის მშვიდობისა და

უსაფრთხოების საკითხებში.

ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ქართული მხარე მზადაა, შესაძლებლობების ფარგლებში, მიიღოს და მხარდაჭერა აღმოუჩინოს შავ ზღვაში მყოფ ალიანსისა და წევრი ქვეყნების ხომალდებს.

ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობასთან (MARCOM) 2017 წელს გაფორმებული ტაქტიკური მემორანდუმის საფუძველზე, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრი (JMOC) ყოველკვირეულ რეჟიმში ცვლის ინფორმაციას ნატოს ნაოსნობის ცენტრთან (NATO Shipping Center). ამ ეტაპზე მიმდინარეობს მხოლოდ არასაიდუმლო ინფორმაციის გაცვლა.

2018 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალი დებულება, სადაც გაიწერა ინფორმაციის გაცვლის მექანიზმები და უწყებათშორისი თანამშრომლობის ძირითადი პრინციპები.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S