Accentnews.ge
მდინარაძე – გახარიას პარტიის წევრების სადეპუტატო მანდატებზე: იმ პირველ 12 ადამიანს შევუწყვეტთ უფლებამოსილებას და შემდეგი 12 შემოვა, თუ სურვილი ექნებათ

მდინარაძე – გახარიას პარტიის წევრების სადეპუტატო მანდატებზე: იმ პირველ 12 ადამიანს შევუწყვეტთ უფლებამოსილებას და შემდეგი 12 შემოვა, თუ სურვილი ექნებათ

29/05/2025 10:40:00 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარტია „გახარია საქართველოს“ 12 წევრს, რომლებსაც საპარლამენტო საქმიანობა არ დაუწყიათ, უფლებამოსილებას​ შეუწყვეტენ. ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

„ეს ისეთი კითხვაა, რომელზეც რამდენიმე სიტყვაშიც კი შეიძლება რაღაც იპოვონ. გავუუქმებთ, პირდაპირ გეტყვით... ოღონდ ერთი მომენტია, სია არ აქვთ ჩახსნილი, იმ პირველ 12 ადამიანს შევუწყვეტთ უფლებამოსილებას და შემდეგი 12 შემოვა, თუ სურვილი ექნებათ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ოთხი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ცესკოს ოფიციალური მონაცემებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 5%-იანი ბარიერი გადალახა, არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს. მათგან სამმა: „კოალიციამ ცვლილებისთვის“, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ძლიერმა საქართველომ“ საპარლამენტო მანდატები გააუქმეს და ე.წ. სათადარიგო სიები მოხსნეს. მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია ექს–პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას („გახარია საქართველოსთვის“).


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S