Accentnews.ge
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-17 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-17 პაკეტი დაამტკიცა

20/05/2025 10:56:33 მსოფლიო

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რიგით მე-17 პაკეტი დაამტკიცა.

გადაწყვეტილება დღეს, 20 მაისს ბრიუსელში წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა სოციალურ ქსელ X-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ მე-17 პაკეტი მიმართულია ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის 200-მდე გემის წინააღმდეგ და ეხება ჰიბრიდულ საფრთხეებსა და ადამიანის უფლებათა სფეროსაც.

"სანამ რუსეთი ომს აწარმოებს ევროკავშირის პასუხი სულ უფრო მკაცრი იქნება", – აცხადებს კალასი.

სანქციების მე-17 პაკეტის დეტალები ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გამოქვეყნდება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში.

ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ყირიმის ანექსიის გამო დაიწყო და მნიშვნელოვნად გააძლიერა 2022 წლის 24 თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S