Accentnews.ge
ზელენსკი: არავინ დათმობს საკუთარ მიწას, ხალხს, სახლს!

ზელენსკი: არავინ დათმობს საკუთარ მიწას, ხალხს, სახლს!

20/05/2025 06:06:06 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა.

"საკუთარი ტერიტორიებიდან ჩვენ ჯარს არავინ გამოიყვანს, ეს არის ჩემი, ჩვენი სამხედროების კონსტიტუციური ვალი",- თქვა ზელენსკიმ და დაამატა, "არანაირი ულტიმატუმები! არავინ დათმობს საკუთარ მიწას, საკუთარ ხალხს, საკუთარ სახლებს. არ ვიცი რა პრინციპებს ეყრდნობა მემორანდუმი, მაგრამ თუ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან უკრაინული ჯარის გაყვანას ითხოვს, მაშინ მას არ სურს ომის დასრულება. იმიტომ, რომ მკაფიოდ ხვდებიან, რომ უკრაინა ამას არ იზამს".

ზელენსკიმ თქვა, რომ მან კიდევ ერთხელ ილაპარაკა ტრამპთან, რომელიც მანამდე პუტინს ესაუბრა. ზელენსკის თქმით, ტრამპს მიაჩნია, რომ რუსეთი კომპრომისებისთვის მზად არის და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რუსეთმა და უკრაინამ პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყონ. ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტა იქნება სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. ზელენსკიმ თქვა, რომ კიევი ელოდება მემორანდუმის რუსულ ვარიანტს:

"მე ასე მესმის, რომ მათ განიხილეს პუტინთან, რუსულ მხარესთან, რომ ორმხრივი ფორმატის შესაბამისი მემორანდუმი იქნება, რომელიც მიგვიყვანს ომის დამთავრებასთან, ანუ მოლაპარაკებასთან. მემორანდუმი უნდა იყოს ისეთ, რომელიც ყველა მხარისა და ორივე ქვეყნის მხარდაჭერით შედგება. ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაფერი უცნობია. თუ რუსეთი წარადგენს საკუთარ მემორანდუმს, შევძლებთ ჩამოვაყალიბოთ ჩვენი ხედვა".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S