
შავ ზღვაში რუსეთის რადიოლოკაციური სადგურის და საწყობების განადგურების შესახებ იუწყებიან
19/05/2025 10:40:42 მსოფლიო
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შავ ზღვაში გაზის მოპოვების პლატფორმებზე მტრის რადიოლოკაციური სადგური და საწყობები სახმელეთო და საჰაერო დრონების გამოყენებით გაანადგურა, - იუწყება უკრაინული მედია უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით.
უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდასხმის შედეგად განადგურდა რადიოლოკაციური სადგური „ნევა“, რომელსაც მოწინააღმდეგე საჰაერო და წყალზედა ვითარების მონიტორინგისთვის იყენებდა, ასევე საწყობები და კოშკურაზე არსებული საცხოვრებელი ბლოკი.
„კიდევ ერთხელ შევახსენეთ მტერს, რომ შავ ზღვაში რუსული ნაგვის ადგილი არ არის“, - აცხადებენ უწყებაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S