Accentnews.ge
საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 2 014.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.2%–ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე

საქსტატი: იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობამ 2 014.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.2%–ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე

19/05/2025 08:31:27 ეკონომიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 014.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 14.2 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 44.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 902.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2025 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (173.4 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (87.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (77.8 მლნ. აშშ დოლარი).

2025 წლის იანვარ-აპრილში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 96.3 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.7 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 71.5 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.9 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 63.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი),-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S