
ჯაფარიძე: "ხუთშაბათს მაქვს პროცესი, 99% ალბათ, დამიჭერენ“
19/05/2025 07:30:43 პოლიტიკა
"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის თქმით, ხუთშაბათს, 22 მაისს დაგეგმილ პროცესზე შესაძლოა, დააკავონ.
„დღეს გამდის გირაოს გადახდის ვადა. დღეს არ დამიჭერენ, მაგრამ ხუთშაბათს მაქვს პროცესი. ხუთშაბათს არის შანსი, რომ დამიჭირონ“, - განაცხადა ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში".
კითხვაზე, გირაოს გადახდას აპირებს თუ არა, ზურაბ ჯაფარიძემ უპასუხა:
„არა, შანსი არ არის. თუ დამიჭერენ, ციხეში წავალ. ველოდები,რომ დამიჭერენ. 99% ალბათ, დამიჭერენ“.
„ქართული ოცნების“ შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის საქმეზე მას ბრალი უკვე წაუყენეს და აღკვეთის ღონისძიებად 20 000–ლარიანი გირაო შეუფარდეს.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021