Accentnews.ge
ანექსირებულ ყირიმში აფეთქებების შესახებ იუწყებიან

ანექსირებულ ყირიმში აფეთქებების შესახებ იუწყებიან

16/05/2025 06:20:57 მსოფლიო

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქებების შესახებ იუწყებიან.

სოციალური ქსელების ადგილობრივი მომხმარებლები 16 მაისს, გამთენიისას სევასტოპოლში, იალტასა და ალუპკაში ძლიერი აფეთქებების შესახებ წერდნენ.

ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ იტყობინება, რომ ყირიმზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო.

რუსეთის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნული მიხაილ რაზვოჟაევის ტელეგრამ-არხზე დილის შვიდის ნახევრისთვის გამოქვეყნდა ცნობა, რომ „ხმამაღალი ხმები, რომლებიც ქალაქში ისმოდა“, სამხედროთა „მუშაობის" შედეგია და წინასწარი მონაცემებით, მათ შავი ზღვის თავზე გაანადგურეს 6 უპილოტო საფრენი აპარატი.

სევასტოპოლში მდებარეობს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბი და მთავარი სამხედრო-საზღვაო ბაზა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S