
ტრამპმა უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების გამო თურქეთში ჩასვლა კვლავ არ გამორიცხა
15/05/2025 09:35:47 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ არ გამორიცხა ჩასვლა თურქეთში, სადაც დღეს იწყება უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკება, – იუწყებიან CNN და AFP.
„თუ რაღაც მოხდება, პარასკევს გავემგზავრები, თუ ეს მიზანშეწონილი იქნება“, - განაცხადა ტრამპმა კატარში ვიზიტის დასრულების შემდეგ.
14 მაისს, გვიან ღამით ცნობილი გახდა, რომ თურქეთის ქალაქ სტამბოლში, უკრაინასთან მოლაპარაკებაზე რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი. მას შემდეგ, რაც გაირკვა რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა და ის, რომ პუტინი სტამბოლში ჩასვლას არ აპირებს, მედიასაშუალებებმა, მათ შორის CNN-მა და Reuters-მა თეთრი სახლის წარმომადგენლებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში არ გაემგზავრება. მანამდე ტრამპი თურქეთში ჩასვლას არ გამორიცხავდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021