Accentnews.ge
აშშ–ის პრეზიდენტი და კატარის ამირა 1,2 ტრილიონი დოლარის „ეკონომიკურ გაცვლაზე” შეთანხმდნენ

აშშ–ის პრეზიდენტი და კატარის ამირა 1,2 ტრილიონი დოლარის „ეკონომიკურ გაცვლაზე” შეთანხმდნენ

15/05/2025 06:22:29 მსოფლიო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და კატარმა 1,2 ტრილიონი დოლარის „ეკონომიკური გაცვლის” შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ ინფორმაცია თეთრმა სახლმა კატარში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტის დასრულების შემდეგ გაავრცელა.

მისივე ცნობით, ორ ქვეყანას შორის შედგა ბიზნეს-გარიგებებიც, რომელთა მოცულობა 243 მილიარდ დოლარს აჭარბებს, მათ შორის ავიაკომპანია Qatar Airways ამერიკული კომპანიებისგან, Boeing-ისა და GE Aerospace-ისგან შეიძენს თვითმფრინავებს და ძრავებს.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად კატარში 14 მაისს საუდის არაბეთიდან ჩავიდა და კატარის ამირას, შეიხ ტამიმ ბინ ჰამად ალ-თანის შეხვდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ახლო აღმოსავლეთში თავისი ტურნეს ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაასახელა სპარსეთის ყურის მდიდარი ქვეყნებიდან ინვესტიციების მოზიდვა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S