Accentnews.ge
მაშველებმა მტკვარში ავტომობილი და მასში 2 პირის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა მტკვარში ავტომობილი და მასში 2 პირის ცხედარი იპოვეს

15/05/2025 05:36:43 საზოგადოება

მდინარე მტკვარში მაშველებმა ძებნა-შველის ღონისძიების ფარგლებში ავტომობილს და მასში 2 პირის ცხედარს მიაკვლიეს.

კიდევ ერთი დაკარგული პირის საპოვნელად, სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.

ცნობისთვის: 14 მაისს გამთენიას მტკვარში ავტომობილი გადავარდა მას შემდეგ, რაც მარცხენა სანაპიროზე სხვა ავტომობილი დაეჯახა.

მანქანაში ოთხი მგზავრი იჯდა. ერთმა მანქანის ვარდნისას გადმოსვლა მოასწრო და მაშველების დახმარებით მდინარიდანაც ამოვიდა.

შსს-ის ცნობით, სამაშველო ოპერაციის ფარგლებში მტკვრის კალაპოტში წყლის დონე შეამცირეს.

შსს–ს ცნობით, დაკავებულია პირი, რომელიც 14 მაისის გამთენიას თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საკუთარი ავტომობილით სხვა ავტომობილს დაეჯახა.

დაკავებული 23 წლის კაცია. ის თბილისში დააკავეს.

"ი.ს. - მ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით გადაადგილებისას, ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე მტკვარში გადავარდა", -აცხადებს შსს.

გამოძიება მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს - ეს მუხლი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S