
ტრამპი: სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრაში რუბიოც მიიღებს მონაწილეობას
14/05/2025 05:37:41 მსოფლიო
უკრაინასა და რუსეთს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებში, რომელიც ამ კვირაში სტამბოლში უნდა გაიმართოს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საუდის არაბეთში ვიზიტის დროს განაცხადა.
„მე გულმოდგინედ ვმუშაობ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი სისხლისღვრის დასასრულებლად და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მოლაპარაკებები იმართება თურქეთში ამ კვირის ბოლოს – სავარაუდოდ, ხუთშაბათს. მოლაპარაკებამ შესაძლოა, კარგი შედეგი მოიტანოს. ჩვენი ხალხი, მარკო რუბიო, ასევე სხვები იქ ჩავლენ. და ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამის გაკეთებას“, - განაცხადა ტრამპმა.
მანამდე ცნობილი იყო, რომ სტამბოლში დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობას პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და კით კელოგი მიიღებდნენ.
სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თან ახლავს საუდის არაბეთსა და კატარში ვიზიტისას.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021