Accentnews.ge
საუდის არაბეთი შეერთებული შტატებისგან 142 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს და სამხედრო ტექნიკას შეიძენს

საუდის არაბეთი შეერთებული შტატებისგან 142 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს და სამხედრო ტექნიკას შეიძენს

14/05/2025 05:26:30 მსოფლიო

საუდის არაბეთი შეერთებული შტატებისგან 142 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღს და სამხედრო ტექნიკას შეიძენს. ამის შესახებ საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტისას გახდა ცნობილი.

"საუდის არაბეთი მიიღებს ყველაზე თანამედროვე საბრძოლო ტექნიკას და მომსახურებას ათზე მეტი ამერიკული კომპანიისგან", – აცხადებენ თეთრ სახლში.

გარდა ამისა, თეთრი სახლის ინფორმაციით, საუდის არაბეთი შეერთებულ შტატებში 600 მილიარდი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.

"ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმება განამტკიცებს აშშ-ის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სამხედრო მრეწველობას და ლიდერობას თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში.

ცნობისთვის: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთში 13 მაისს ჩავიდა და ტახტის მემკვიდრე პრინცთან მოჰამედ ბინ სალმანთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S