
ჟორჟოლიანი: ალექსი თირქიას, რომელსაც რეზინის ტყვია მოხვდა, ჯანდაცვის სამინისტრომ თვალის ოპერაციის დაფინანსებაზე უარი უთხრა
13/05/2025 18:09:11 საზოგადოება
აქციის დარბევისას მძიმედ დაშავებულ ალექსი თირქიას თვალის ოპერაციისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ დაფინანსებაზე უარი უთხრა,- ინფორმაციას ტელეწამყვანი და "ნანუკას ფონდის" დამფუძნებელი ნანუკა ჟორჟოლიანი ავრცელებს:
"ალექსი თირქია ყველას გახსოვთ. ბიჭი, რომელსაც თავში რეზინის ტყვია მოხვდა.ჯერ კომაში მყოფი სიცოცხლისთვის იბრძოდა და ახლა დადის თავზე დიდი ჭრილობით და ცალ თვალში მხედველობის პრობლემებით.თვალის ოპერაციისთვის ელოდებოდა ჯანდაცვის სამინისტროსგან დაფინანსებას.უარი მოუვიდა!ჯანდაცვის სამინისტრო სამარცხვინო კანტორა ხართ! ცეხი!",- წერს ჟორჟოლიანი.
ალექსი თირქია 3 დეკემბერს, გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის ძალადობრივი დაშლისას დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მას სავარაუდოდ, ე.წ. გაზის კაფსულა მოხვდა თავის არეში. ექიმების ინფორმაციით, მას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა და შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021