Accentnews.ge
ICAO-მ მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

ICAO-მ მალაიზიის ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

13/05/2025 06:34:59 მსოფლიო

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) მალაიზიის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას დააკისრა.

"ეს გადაწყვეტილება სიმართლის დადგენისა და სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასევე, ეს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილია იმისა, რომ სახელმწიფოები საერთაშორისო სამართალს დაუსჯელად ვერ დაარღვევენ“, - განაცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა, კასპერ ველდკამპმა.

ნიდერლანდის მთავრობის ცნობით, მიმდინარე კვირაში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭო გადაწყვეტს, „თუ რა სახის რეპარაციის გადახდა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას“.

2014 წლის ივლისში, დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე, მალაიზიის ავიახაზების რეისი MH17 ჩამოვარდა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, რომ ავიაკატასტროფის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა. დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. მსხვერპლთა ნათესავები დიდი ხანია ითხოვენ რუსეთის დამნაშავედ აღიარებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S