
პოლონეთი კრაკოვში რუსეთის საკონსულოს ხურავს
12/05/2025 14:40:31 ევროპა
პოლონეთი ქალაქ კრაკოვში რუსეთის საკონსულოს ხურავს. გადაწყვეტილება საკონსულოს დახურვის შესახებ 12 მაისს გამოაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ.
მან გადაწყვეტილება ახსნა პოლონური გამოძიებით, რომელის მიხედვითაც 2024 წლის 12 მაისს, ვარშავის სავაჭრო ცენტრში ხანძრის გაჩენა რუსეთის სპეცსამსახურების დივერსია იყო.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი მალე „ადეკვატურად უპასუხებს“ ვარშავის „არაადეკვატურ ნაბიჯებს“.
ვარშავაში, სავაჭრო ცენტრ Marywilska-ში 2024 წლის 12 მაისს გაჩენილმა ხანძარმა 1400 მაღაზია და მომსახურების ცენტრი გაანადგურა.
ხანძრიდან ერთი წლისთავზე პოლონეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებმა და გენერალურმა პროკურორმა გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე განაცხადეს, რომ ხანძარი რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იყო დაკვეთილი და დამნაშავეთა ქმედებებს ორგანიზებას უწევდა რუსეთის ფედერაციაში მყოფი პირი, რომლის ვინაობა დადგენილია. როგორც ითქვა, დამნაშავეთა ნაწილი დაკავებულია, ნაწილი კი იდენტიფიცირებულია და მათი ძებნა გრძელდება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021