Accentnews.ge
მედია: „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ განიარაღებისა და დაშლის გადაწყვეტილება მიიღო

მედია: „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ განიარაღებისა და დაშლის გადაწყვეტილება მიიღო

12/05/2025 07:08:53 მსოფლიო

„ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ დაშლისა და განიარაღების შესახებ გამოაცხადა. იტყობინება „როიტერი“ ჯგუფთან დაახლოებული მედია ორგანიზაციაზე Firat News Agency-ზე დაყრდნობით.

მანამდე, 9 მაისს, „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ განაცხადა, კვირის დასაწყისში ჩატარებულ შეკრებაზე „ისტორიული“ გადაწყვეტილებები მიიღო. მედია წერს, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ მათ დაშლასა და განიარაღებას ეხება. მედიის ცნობით, „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ შეკრება 5-7 მაისს ჩრდილოეთ ერაყში ორ ადგილას ჩატარდა.

27 თებერვალს ქურთების პარტიის ლიდერმა აბდულა ოჯალანმა, რომელიც 1999 წლის შემდეგ თურქეთის ციხეში იმყოფება, თავის მომხრეებს განიარაღებისა და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა. 1 მარტს "ქურთისტანის მუშათა პარტიამ" გამოაცხადა ცალმხრივი ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა ჩამოაყალიბა პირობები, მათ შორის, სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა.

ჯგუფი 1984 წლიდან ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ აჯანყებას. ის ტერორისტულ გაერთიანებად არის გამოცხადებული თურქეთის მიერ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S