Accentnews.ge
ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი, კირ სტარმერი და დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ

ემანუელ მაკრონი, ფრიდრიხ მერცი, კირ სტარმერი და დონალდ ტუსკი კიევში ჩავიდნენ

10/05/2025 08:19:57 მსოფლიო

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი კიევში "მსურველთა კოალიციის" შეხვედრაზე მატარებლით ერთად ჩავიდნენ.

მაკრონს, სტარმერს და მერცს უკრაინის დედაქალაქში შეუერთდება პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.

„უკრაინას შეუძლია, ჩვენ დაგვეყრდნოს“, – დაწერა სოციალურ ქსელში მერცმა კიევში ჩასვლის შემდეგ.

მან ასევე დაადასტურა, რომ ოთხივე ქვეყანა მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინიციატივას ომში 30-დღიანი ზავის შესახებ.

„მსურველთა კოალიცია“, რომლის შეხვედრაც კიევში იმართება, უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების არაფორმალური გაერთიანებაა, რომლის წევრი სახელმწიფოებიც მზად არიან გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგან რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, განსაკუთრებით უკრაინისთვის სამხედრო დახმარებითა და უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფნის მიმართულებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S