Accentnews.ge
ზელენსკი: რუსეთი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს მოუწევს შეცვლა

ზელენსკი: რუსეთი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს მოუწევს შეცვლა

08/05/2025 09:00:08 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 მაისს კიევის ცენტრში ჩაწერა ვიდეომიმართვა მეორე მსოფლიო ომში ნაციზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით „დამოუკიდებლობის მოედანზე ცხოვრებასა და წითელ მოედანზე შიშის აღლუმს შორის სხვაობის“ სადემონსტრაციოდ.

„დღე, რომელსაც მთელ მსოფლიოსთან ერთად აღვნიშნავთ, ყველასთან ერთად, ვინც 80 წლის წინ ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოდა, რათა ბოროტება დამარცხებულიყო და ეს აღარასდროს მომხდარიყო. სამწუხაროდ, სამი წლის წინ ეს კვლავ მოხდა და ისევე, როგორც ადრე, კიევის თავზე კვლავ გაისმა საჰაერო განგაშის ხმა და ბოროტებამ ჩვენს უკრაინულ მიწაზე კვლავ მოაღწია. სამი წლის წინ, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეომიმართვის ჩაწერის დროს, აქ რუსული ტექნიკა დაწვეს", - თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ხვალ “აგრესორი სახელმწიფოს“ დედაქალაქში იქნება ტანკების კოლონები, „მკვლელების სამხედრო მარში“, „იქნება ცინიზმის აღლუმი", „ტყუილის აღლუმი, თითქოს ნაციზმი არა ათობით მოკავშირე სახელმწიფომ, არამედ თავად პუტინმა დაამარცხა. თითქოს მან საკუთარი ხელით აღმართა გამარჯვების დროშა ბერლინში, რაიხსტაგზე. მადლობა ღმერთს, უკრაინამ ამ ჭაობს თავი დააღწია. მადლობა ღმერთს, უკრაინას არ დავიწყებია, რომ 80 წლის წინ ათობით ერი იბრძოდა ნაციზმის წინააღმდეგ“.

მან გაიხსენა, რომ მეორე მსოფლიო ომში 8 მილიონი უკრაინელი დაიღუპა, და თითქმის ყველა უკრაინელის ოჯახში გმირია, რომელიც იბრძოდა და ახლაც ებრძვის ბოროტებას.

ზელენსკიმ თქვა, რომ "რუსეთი რადიკალურად უნდა შეიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიოს მოუწევს შეცვლა, როგორც ეს 80 წლის წინ მოხდა, როცა ნათელი გახდა, რომ ბოროტების დამშვიდება შეუძლებელია, ყველა ერთად უნდა შეებრძოლოს მას".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S