
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი: ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავეა
08/05/2025 07:38:23 მსოფლიო
აშშ-ის ფინანსთა მინისტრი სკოტ ბესენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ომის დამნაშავეა.
კონგრესში გამართული მოსმენაზე, სადაც ბესენტი საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში არსებულ ვითარებაზე საუბრობდა, მას ჰკითხეს, თვლის თუ არა პუტინს ომის დამნაშავედ. მან კითხვას დადებითად უპასუხა. ამასთან, შეკითხვაზე, გამართავდა თუ არა მოლაპარაკებას ომის დამნაშავესთან, სკოტ ბესენტმა თქვა, რომ "დიპლომატიის ბუნებაა, რომ ორივე მხარესთან უნდა აწარმოო მოლაპარაკება":
"ვფიქრობ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონელებთან მოლაპარაკებები აუცილებელი იყო.“
ამასთანავე, ბესენტმა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების "სუსტი" პოლიტიკა გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა, რომ ტრამპის პოლიტიკით ნავთობზე გამოწვეული ფასების ვარდნით, რუსეთის ომის მანქანას რეალური ზიანი ადგება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021