Accentnews.ge
Reuters: რუსეთის შემოსავალი ნავთობიდან და გაზიდან ერთ წელიწადში 12%-ით არის შემცირებული

Reuters: რუსეთის შემოსავალი ნავთობიდან და გაზიდან ერთ წელიწადში 12%-ით არის შემცირებული

08/05/2025 06:33:11 მსოფლიო

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ნავთობისა და გაზის რეალიზაციით ბიუჯეტში შენატანები აპრილში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 12 %-ით შემცირდა, – იუწყება Reuters.

როგორც გამოცემა იტყობინება, მიზეზი ნავთობზე ფასების მკვეთრი კლებაა.

"რუსული ნავთობის საშუალო ფასმა ბოლო თვეების განმავლობაში ვარდნა დაიწყო. თუ მარტში ერთ ბარელი ნავთობის ფასი 5,079 რუბლი იყო, აპრილში ეს მაჩვენებელი 4,562 რუბლამდე დაეცა.

გაყიდული ნავთობიდან და გაზიდან მიღებული შემოსავალი უმნიშვნელოვანესია კრემლისთვის, ვინაიდან მისი წილი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფედერალურ ბიუჯეტში ყველა სხვა შემოსავლის მესამედი ან ნახევარია.

რუსეთის ფინანსთა სამინისტრო მიმდინარე წელს ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვებიდან ბიუჯეტში 10,94 ტრილიონი რუბლის ოდენობის შემოსავლებს მოელოდა, თუმცა ეს მონაცემი აპრილში შეცვალა და ნავთობის ფასების ვარდნის ფონზე, 8,32 ტრილიონამდე შეამცირა.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროპისა და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ დაიწყო რუსეთის ენერგორესურსებზე დამოკიდებულების შემცირება. რუსულ ნავთობსა და გაზზე მრავალი ტიპის სანქციაა დაწესებული", – იტყობინება გამოცემა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S