
პუტინის ზავის პირველ ღამეს უკრაინის ცაზე რუსული დრონები არ გამოჩენილა, თუმცა სუმის ოლქზე მართვადი ბომბებით შეტევის შესახებ იუწყებიან
08/05/2025 06:07:28 მსოფლიო
რუსეთს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ცალმხრივად გამოცხადებული სამდღიანი ზავის პირობებში წუხელ უკრაინის ცაზე რუსული უპილოტო საფრენი აპარატები არ გამოჩენილა, – იუწყება BBC–ს რუსული სამსახური უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით.
როგორც უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, "წუხელ უკრაინის ქალაქებში რუსული დრონების ან რაკეტების გაშვების ფაქტი არ დაფიქსირებულა, თუმცა დღეს დილით სუმის ოლქში მართვადი საჰაერო ბომბების და რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადეს".
პუტინმა 9 მაისს აღნიშვნის დროს „ყველა საბრძოლო მოქმედების შეჩერების“ გადაწყვეტილების შესახებ 28 აპრილს განაცხადა. ცეცხლის შეწყვეტის დაწყების დროდ გამოცხადდა 8 მაისის 00:00 საათი, დასრულების დროდ - 11 მაისის 00:00 საათი.
ზავის გამოცხადებაზე უკრაინასთან რაიმე სახის მოლაპარაკება არ გამართულა, გარდა რუსეთის მხრიდან გაკეთებული განცხადებისა, რომ კიევმაც უნდა მისდიოს ამ მაგალითს.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზავს „დიდი თეატრალური წარმოდგენა“ უწოდა და თქვა, რომ უკრაინა მზადაა ზავისთვის ნებისმიერი დღიდან, მაგრამ არა სამი, არამედ 30 დღით.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021