Accentnews.ge
ინდოეთსა და პაკისტანს შორის შეტაკებებს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთსა და პაკისტანს შორის შეტაკებებს 30-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

07/05/2025 14:16:05 მსოფლიო

პაკისტანის ტერიტორიაზე ინდოეთის არმიის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად, სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 46 დაშავდა, იტყობინება Reuters პაკისტანის ხელისუფლებაზე დაყრდნობით.

ინდოეთის პოლიციის ცნობით, ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ნაწილში პაკისტანის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა და 48 დაშავდა.

ინდური მედია წერს, რომ დაიბომბა პაკისტანის ბაჰავალპურში მდებარე დაჯგუფება „ჯაიშ-ე-მოჰამედის“ შტაბ-ბინა. დაჯგუფების ლიდერმა მასუდ აზჰარმა მისი 10 ნათესავისა და ოთხი თანამოაზრის დაღუპვის შესახებ განაცხადა.

ინდოეთი აცხადებს, რომ დარტყმების სამიზნე ტერორისტული ბანაკები იყო. პაკისტანის კი აცხადებს, რომ ინდოეთი სამოქალაქო ობიექტებს დაესხა თავს.

პაკისტანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხუთი ინდური გამანადგურებელი და ერთი დრონი ჩამოაგდეს. სამინისტრომ აღნიშნა, რომ ინდურ თვითმფრინავებს საზღვარი არ გადაუკვეთავთ და რომ შორი მანძილის იარაღი გამოიყენეს.

ინდოეთს ჯერ არ დაუდასტურებია თვითმფრინავების დაკარგვა. ინდოეთის ქაშმირში Reuters-ის წყაროებმა განაცხადეს, რომ რეგიონში სამი გამანადგურებელი ჩამოვარდა.

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ევროპაში ვიზიტი გადადო - ის ხორვატიაში, ნიდერლანდებსა და ნორვეგიაში გეგმავდა ჩასვლას.

ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 6 მაისს დაიწყო. დელიმ განაცხადა, რომ არმიის სამიზნე იყო თავდასხმების მოსამზადებლად გამოყენებული ინფრასტრუქტურა. პაკისტანმა საჰაერო სივრცის დახურვით და სარაკეტო თავდასხმების განხორციელებით უპასუხა.

ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები დაიძაბა 22 აპრილს ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში ინდოელ ტურისტებზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, რაზეც პასუხისმგებლობა ისლამისტურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ აიღო. თავდასხმას, რომელსაც ინდოეთის ხელისუფლება ტერორისტულს უწოდებს, 26 ადამიანი ემსხვერპლა. როგორც იუწყებიან, სამი თავდამსხმელიდან ორს პაკისტანის მოქალაქეობა აქვს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S