Accentnews.ge
ვუჩიჩმა მოსკოვამდე ვერ ჩააღწია - მისი თვითმფრინავი იძულებით ბაქოში დაეშვა

ვუჩიჩმა მოსკოვამდე ვერ ჩააღწია - მისი თვითმფრინავი იძულებით ბაქოში დაეშვა

07/05/2025 14:03:40 ევროპა

სერბული პორტალები Novosti და Blic წერენ, რომ ბაქოში იძულებითი დაშვების მიზეზი რუსეთზე უკრაინული დრონების თავდასხმა იყო.

Tanjug-ის ცნობით კი, ვუჩიჩის თვითმფრინავი ამჟამად მოსკოვში გაფრენის ნებართვას ელოდება.

ერთი დღით ადრე სერბული მედია წერდა, რომ ლატვიამ და ლიეტუვამ ვუჩიჩის თვითმფრინავს საკუთარ ტერიტორიებზე დაშვება აუკრძალეს.

ვუჩიჩი 9 მაისს მოსკოვში დაგეგმილ საზეიმო სამხედრო აღლუმს უნდა დაესწროს. ღონისძიებამდე ერთი კვირით ადრე მან თავი ცუდად იგრძნო და აშშ-ში ვიზიტიც კი შეწყვიტა.

მანამდე ევროკომისიამ განაცხადა, რომ პუტინის აღლუმზე ვუჩიჩის დასწრება გავლენას მოახდენს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S