Accentnews.ge
შსს-მ ამაღლობელის წინააღმდეგ სასამართლოს ისევ მიმართა

შსს-მ ამაღლობელის წინააღმდეგ სასამართლოს ისევ მიმართა

07/05/2025 08:03:09 პოლიტიკა, საზოგადოება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო, - იუწყება „ბათუმელები“.

გამოცემის ცნობით, ამ ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში სასამართლო პროცესი დღეს, 7 მაისს, 12:00 საათზეა დანიშნული ბათუმის საქალაქო სასამართლოში. გამოცემისთვის უცნობია, მიაწოდეს თუ არა სასამართლო პროცესის შესახებ ინფორმაცია თავად მზია ამაღლობელს.

ახალი ადმინისტრაციული საქმის ფარგლებში, „ბათუმელების“ თანახმად, ამაღლობელს შსს 2025 წლის 11 იანვარს - მისი დაკავების საღამოს - ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრას და იერსახის დამახინჯებას ედავება.

საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილითაა სასამართლოში შესული.

ამ საქმის მოსამართლეა 32 წლის მარიანა ფომაევა, რომელიც 2024 წლის დეკემბერში გახდა მოსამართლე.

ინფორმაცია, რომ შსს ახალ ადმინისტრაციულ დარღვევას ედავება მზია ამაღლობელს და რომ სასამართლო პროცესი დღეს იგეგმება, სასამართლოს დღევანდელი განრიგირიდან გახდა ცნობილი.

ამაღლობელი 2025 წლის 11 იანვარს პირველ ჯერზე სწორედ სტიკერის გაკვრის შემდეგ დააკავეს, - პოლიციელებმა კი სტიკერი მაშინვე ააძრეს კედლიდან. ამასთან, ამაღლობელის ადვოკატები ამბობენ, პოლიციას არ ჰქონდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის დარღვევის გამო მოქალაქის დაკავების უფლება.

პირველი დაკავების შემდეგ ის მალევე გამოუშვეს, მცირე ხანში კი, ბათუმის პოლიციის უფროსის ირაკლი დგებუაძისათვის სილის გაწვნის შემდეგ, მეორედ დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით - მას „პოლიციელზე თავდასხმას“ ედავებიან და 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S