
ტულაში, რუსეთის რაკეტების მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს ქარხანაში ხანძარი გაჩნდა დრონებით თავდასხმის შემდეგ
07/05/2025 07:41:49 მსოფლიო
უკრაინულმა დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონზე თავდასხმების სერია განახორციელეს. პირველი თავდასხმა 6 მაისს, დაახლოებით დღის 1 საათზე მოხდა, ხოლო მეხუთე თავდასხმა 7 მაისს, დილით დაფიქსირდა, - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა დიმიტრი მილაევმა. მისი თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემები თანმიმდევრულად იგერიებენ თავდასხმებს. მას არ დაუკონკრეტებია ჩამოგდებული დრონების რაოდენობა ან თავდასხმების შედეგები. „დაღუპულები არ არიან. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, - თქვა მილაევმა.
ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა Astra-ს განუცხადეს, რომ ტულაში მომხდარი აფეთქებების შემდეგ, შჩეგლოვსკაიას ზასეკას ქუჩის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ამ ქუჩაზე მდებარეობს რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიის ერთ-ერთი უდიდესი საწარმო, რომელიც სახმელეთო ჯარებისთვის, საზღვაო და საჰაერო კოსმოსური ძალებისთვის მაღალი სიზუსტის მართვადი იარაღის შემუშავებით არის დაკავებული. გარდა ამისა, იმავე ქუჩაზე მდებარეობს სამეცნიერო-საწარმო გაერთიანება „სპლავი“ - წამყვანი რუსული საწარმო მრავალჯერადი გამშვები რაკეტების სისტემების (MLRS), მძიმე ცეცხლმტყორცნი სისტემების (TOS), მათთვის საბრძოლო მასალის, საავიაციო უმართავი და მართვადი რაკეტების შემუშავებისა და წარმოების სფეროში. ორივე საწარმო სახელმწიფო კორპორაცია „როსტეკის“ ნაწილია. ამჟამად უცნობია, რომელ ქარხანაშიო გაჩნდა ხანძარი.
Shot-ის ცნობით, უკრაინელები შორ მანძილზე თავდასხმებისთვის საკუთარი წარმოების „ლიუტის“ დრონებს იყენებენ - მათ შეუძლიათ 1000 კმ-მდე ფრენა და 50 კგ-მდე წონის გადატანა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021