
ტრამპმა პაკისტანის წინააღმდეგ ინდოეთის სამხედრო ოპერაციას „სამარცხვინო“ უწოდა
07/05/2025 07:17:53 მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პაკისტანის წინააღმდეგ ინდოეთის სამხედრო ოპერაციას „სამარცხვინო“ უწოდა.
მან თავისი სპეციალური წარმომადგენლის სტივ უიტკოფის ფიცის დადების ცერემონიაზე დასწრების შემდეგ თქვა, ამის შესახებ სამშაბათს საღამოს ოვალურ კაბინეტში დაგეგმილი ღონისძიების წინ შეიტყო.
მან იმედი გამოთქვა, რომ “ეს ყველაფერი ძალიან მალე დასრულდება”.
„სამარცხვინოა. ჩვენ ამის შესახებ ახლახან შევიტყვეთ, როცა ოვალური კაბინეტის კარში შევდიოდით, ვფიქრობ, ხალხმა იცოდა, რომ რაღაც მოხდებოდა წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, ისინი დიდი ხანია იბრძვიან, იცით, რომ ისინი მრავალი ათწლეულის და საუკუნის განმავლობაში იბრძვიან“, - თქვა ტრამპმა.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ X-ზე დაწერა, რომ ყურადღებით აკვირდება პროცესს და კონფლიქტის მშვიდობიანად დარეგულირების მიზნით, მხარეებთან თანამშრომლობას განაგრძობს.
7 მაისს ღამით ინდოეთმა პაკისტანის წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო სახელწოდებით "სინდორი". ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა მკვეთრად გამწვავდა 22 აპრილის ტერაქტის შემდეგ - ინდოეთის მიერ კონტროლირებულ ქაშმირში ტურისტებს დაესხნენ თავს. თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა. პასუხისმგებლობა ისლამისტურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ აიღო. ინდოეთის განცხადებით, თავდამსხმელთაგან ორს პაკისტანის მოქალაქეობა აქვს. პაკისტანი დამოუკიდებელ გამოძიებას უჭერს მხარს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021