Accentnews.ge
რუსეთის კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოში ევაკუაცია გამოცხადდა

რუსეთის კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოში ევაკუაცია გამოცხადდა

06/05/2025 08:48:43 მსოფლიო

რუსეთის კურსკის ოლქის სოფელ გლუშკოვოში ევაკუაცია გამოცხადდა. ამის შესახებ დასახლების ხელმძღვანელმა ვასილი ხუდიაკოვმა სოციალურ ქსელში დაწერა. მან მიზეზად "გართულებული მდგომარეობა" დაასახელა.

მოგვიანებით, ხუდიაკოვმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული "პოსტი" წაშალა და განაცხადა, რომ "იძულებით ევაკუაციაზე საუბარი არ არის და მოქალაქეები დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას". მან ადგილობრივებს კურსკის ოლქის უფრო უსაფრთხო ადგილას გადასვლა ურჩია.

სოფელი გლუშკოვო უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, რუსი „სამხედრო კორესპონდენტები" კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი შეტევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S