
ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი: ქალაქზე დრონებით თავდასხმის შემდეგ ბარაბაშოვოს ბაზარში ხანძარი გაჩნდა
06/05/2025 05:55:28 მსოფლიო
ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ ქალაქზე რუსული დრონებით თავდასხმის შემდეგ ბარაბაშოვოს ბაზარში ხანძარი გაჩნდა.
მისი ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 4 პირი.
ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქალაქის რვა ადგილას 20 დარტყმა განხორციელდა. თუმცა უცნობია ოცივე დრონებით მოხდა თუ არა.
თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 100-ზე მეტი ჩამოგდებული დრონის შესახებ იტყობინება. მანამდე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანმა დაწერა რუსეთის დედაქალაქის თავზე ჩამოგდებულ 19 უკრაინულ დრონზე.
დრონებით იერიშისას მოსკოვისა და კიდევ ორი ქალაქის აეროპორტების მუშაობა შეჩერებული იყო.
უკრაინულ მხარეს მომხდარზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021