
მოსკოვის მერი დედაქალაქზე დრონით თავდასხმის მცდელობის შესახებ იუწყება
06/05/2025 05:51:02 მსოფლიო
მოსკოვის მერი სერგეი სობიანინი დედაქალაქზე დრონით თავდასხმის მცდელობის შესახებ იუწყება.
"რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 19 დრონი გაანადგურეს, რომლებიც მოსკოვზე თავდასხმას ცდილობდნენ", – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, ერთ-ერთი უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები კაშირსკოეს გზატკეცილზე ჩამოვარდა. წინასწარი მონაცემებით, სერიოზული ნგრევა ან მსხვერპლი არ ყოფილა.
რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვისა და კიდევ ორი ქალაქის აეროპორტების მუშაობა შეჩერებული იყო.
უკრაინულ მხარეს მომხდარზე კომენტარი ჯერ–ჯერობით არ გაუკეთებია.
თავის მხრივ, უკრაინა მორიგი რუსული თავდასხმის შესახებ იტყობინება. ხარკოვის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი აცხადებს, რომ ქალაქზე რუსული დრონებით თავდასხმის შემდეგ ბარაბაშოვოს ბაზარში ხანძარი გაჩნდა.
მისი ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 4 პირი.
ქალაქის მერმა იგორ ტერეხოვმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ქალაქის რვა ადგილას 20 დარტყმა განხორციელდა. თუმცა უცნობია ოცივე დრონებით მოხდა თუ არა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021