Accentnews.ge
მაჰაჩყალაში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი

მაჰაჩყალაში პოლიციელებს ცეცხლი გაუხსნეს, არის მსხვერპლი

05/05/2025 13:10:19 მსოფლიო

მაჰაჩყალაში საგზაო საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს დაესხნენ თავს. თავდამსხმელებსა და პოლიციელებს შორის გახსნილი ორმხრივი ცეცხლის შედეგად არიან დაღუპულები, – ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეოკადრები ტელეგრამის არხებით ვრცელდება.

დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდასხმისას სამი პოლიციელი დაიღუპა, თავდამსხმელები კი სამსახურებრივი ავტომობილით მიიმალნენ.

ვრცელდება ცნობები ქალის დაჭრის შესახებაც. ზოგი არხი ავრცელებს ცნობებს, რომ დაღუპულია ერთი ან მეტი თავდამსხმელიც. ტელეგრამის არხი Baza წერს, რომ ადგილზე სულ ოთხი თავდამსხმელი შეიძლება, ყოფილიყო.

ეს დაღესტანში პოლიციელებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არაა. მსგავსი შემთხვევა გასული წლის ივნისშიც იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S