Accentnews.ge
რუსული წყაროები კურსკის რეგიონში უკრაინის ახალი შეტევის შესახებ იუწყებიან

რუსული წყაროები კურსკის რეგიონში უკრაინის ახალი შეტევის შესახებ იუწყებიან

05/05/2025 11:30:34 მსოფლიო

რუსმა ომის მომხრე ბლოგერებმა და ტელეგრამ-არხებმა, რომლებიც ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს აკვირდებიან, ორშაბათს დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კურსკის რეგიონში - გლუშკოვსკის რაიონში - შეტევის ახალი მცდელობის შესახებ განაცხადეს.

როგორც რუსული წყაროები იტყობინებიან, უკრაინის შეიარაღებული ძალები საზღვრის გარღვევას სოფელ ტიოტკინოს მახლობლად ცდილობენ, რომელიც საზღვართან მდებარეობს. ზოგიერთი ცნობით, დარტყმები ასევე ხორციელდება სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ნოვი პუტთან ახლოს. დარტყმების შედეგად, სოფელ ზვანოეში სეიმის მდინარეზე გამავალი ხიდი განადგურდა.

ტელეგრამ- არხები იუწყებიან, რომ რუსმა სამხედროებმა საინჟინრო მანქანები და სხვა აღჭურვილობა დაბომბეს. ადგილობრივები, თავის მხრივ, აღნიშნავს უკრაინული დრონების აქტივობის ზრდას რუსეთის ტერიტორიაზე. კურსკის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხინშტეინმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, დრონებით თავდასხმების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, ორი ადამიანი დაიღუპა ბელოვსკის რაიონის სოფელ შჩეგოლეკთან ახლოს, ხოლო კიდევ ერთი გლუშკოვსკის რაიონის სოფელ ზვანოეში.

საზღვარზე ახალი საბრძოლო მოქმედებების შესახებ კიევს კომენტარი არ გაუკეთებია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S