
ზელენსკი: 9 მაისს რუსეთის მხრიდან პროვოკაციებია მოსალოდნელია
05/05/2025 07:27:07 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, 9 მაისს რუსეთის მხრიდან პროვოკაციებია მოსალოდნელი. ამის შესახებ ზელენსკიმ ჩეხეთის პრეზიდენტ პეტრ პაველთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა სადაზვერვო მონაცემები 9 მაისს რუსეთის მხრიდან შესაძლო პროვოკაციების შესახებ, ზელენსკიმ უპასუხა, რომ "სამწუხაროდ, ჩვენ კარგად ვიცით, ვინ არიან ჩვენი მეზობელი და რაზეც არის წამსვლელი, პირველ რიგში საკუთარ ქვეყანაში რადიკალური პოლიტიკური სარგებლის მისაღებად".
ზელენსკიმ გაიხსენა აღდგომის პერიოდში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის დროს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მიტანილი 100-ზე მეტი იერიში. მისივე თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ფრონტის ხაზზე 200-ზე მეტი შეტევა წამოიწყეს, რაც უკანასკნელ თვეებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
"ასე რომ, ნდობა არ არსებობს. პროვოკაციები სრულიად შესაძლებელია, მაგრამ ეს უკვე რუსებზეა დამოკიდებული. და თუ ჯერ კიდევ ვინმეს სჯერა რუსეთის, დაე, საკუთარ თავზე გამოცადონ," - თქვა ზელენსკიმ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021