
მედია: უკრაინა ახალ Patriot-ის სისტემას მიიღებს, რომელიც ისრაელში იყო განთავსებული
05/05/2025 07:22:06 მსოფლიო
უკრაინა მალე ახალ Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას მიიღებს, რომელიც მანამდე ისრაელში იყო განთავსებული,- წერს New York Times ოთხ მოქმედ და ყოფილ ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით.
ამავდროულად, გამოცემის ცნობით, უკრაინის დასავლელი მოკავშირეები განიხილავენ გერმანიიდან ან საბერძნეთიდან უკრაინისთვის კიდევ ერთი სისტემის გაგზავნასთან დაკავშირებულ ლოჯისტიკურ საკითხებს.
New York Times წერს, რომ ანონიმურ წყაროებს არ აღუწერიათ უკრაინისთვის მეტი Patriot-ის სისტემების გადაცემასთან დაკავშირებით ტრამპის მოსაზრება, ან არ უთქვამთ, თუ როდის იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული - ტრამპის გაპრეზიდენტებამდე თუ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს.
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯეიმზ ჰიუვიტმა აღნიშნა, რომ აშშ არ იძლევა დეტალებს თავდაცვითი სისტემების განლაგებასა და მათი სიძლიერის შესახებ.
ხოლო აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ "უკრაინისთვის მანამდე დამტკიცებული აღჭურვილობის მიწოდება გრძელდება".
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021