
ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა
05/05/2025 06:13:58 საზოგადოება
ლენტეხი-ლასდილის გზის 91-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა, – ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მისი ცნობით, მეწყერი სოფელ ბაბილთან, დილის საათებში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც ყველა სახის სატრანსპორტო მოძრაობა დროებით აკრძალულია.
"შედეგად არავინ დაშავებულა.ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.სტიქის ზონაში იმყოფება ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერი გია ონიანი, ცენტრალური საავტომობილო დეპარტამენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად.გზის გახსნა სატრანსპორტო მოძრაობისთვის უმოკლეს ვადაში მოხდება", – აცხადებენ მერიაში.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021