Accentnews.ge
რუმინეთის არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა

რუმინეთის არჩევნების პირველ ტურში მემარჯვენე ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა

05/05/2025 06:02:07 მსოფლიო

რუმინეთს პრეზიდენტის არჩევნების პირველ ტურში ნაციონალისტმა ჯორჯე სიმიონმა გაიმარჯვა, მან ხმების 40.5% დააგროვა.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 18 მაისს არის დანიშნული.

18 მაისს "რუმინელთა ერთობის ალიანსის" (AUR) 38 წლის ლიდერი ჯორჯე სიმიონი ბუქარესტის მერს ცენტრისტ ნიკუშორ დანის დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ ტურში ხმათა თითქმის 21 % დააგროვა.

მმართველი კოალიციის კანდიდატი კრინ ანტონესკუ არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილზე გავიდა.

ცნობისთვის: 2024 წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნების პირველ ტურში ყველასათვის მოულოდნელად, ყველაზე მაღალი შედეგი ულტრამემარჯვენე, პრორუსმა პოლიტიკოსმა კალინ ჯორჯესკუმ აჩვენა. ნოემბრის არჩევნების შედეგები საკონსტიტუციო სასამართლომ დეკემბერში გააუქმა, მეორე ტურის ჩატარებამდე ორი დღით ადრე; მიზეზად კი დასახელდა არჩევნებში რუსეთის ჩარევა. გავრცელებული ინფორმაციით, ჯორჯესკუს საარჩევნო კამპანიაში ჩართული იყო TikTok-ის ათიათასობით ანგარიში. სპეცსამსახურები მიუთითებდნენ ასევე კიბერშეტევებზე, ინფორმაციის გაჟონვასა და დივერსიებზე.

ჯორჯე სიმიონის თქმით, გამარჯვების შემთხვევაში შესაძლოა, ხელისუფლებაში მოიყვანოს, პრორუსი კანდიდატი კელინ ჯორკესკუ, რომლის გამოც წინა არჩევნები გადაიდო.

სიმიონი გარკვეულ პრეტენზიებს აცხადებს უკრაინის მიწებზე და კიევისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. სიმიონი ემხრობა რუმინეთისა და მოლდოვის გაერთიანებას, რისთვისაც მას აკრძალული აქვს მოლდოვაში შესვლა. უკრაინაში ის ასევე პერსონა ნონ გრატად არის გამოცხადებული. ულტრანაციონალისტი კანდიდატი ცნობილია თავისი ევროსკეპტიკური და ჰომოფობიური გამონათქვამებით.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S