Accentnews.ge
თეონა ბაკურიძე და თამარ ჩიხლაძე „ფორმულას“ ტოვებენ

თეონა ბაკურიძე და თამარ ჩიხლაძე „ფორმულას“ ტოვებენ

02/05/2025 16:09:29 საზოგადოება

ჟურნალისტები და გადაცემა „ფორმულას დღის“ წამყვანები, თეონა ბაკურიძე და თამარ ჩიხლაძე ტელეკომპანია „ფორმულის“ მაყურებელს დაემშვიდობნენ. ისინი ტელეარხს ტოვებენ.

„ძალიან გვინდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ამ პროფესიაში ყოფნის დროს ვიცავდით პრინციპს, რომ „იმედზე“ მნიშვნელოვანი „სიმართლეა“. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ბელარუსი, მაგრამ განსაკუთრებული სიჩქარით სწორედ ბელარუსისკენ მივემართებით“, - თქვა მაყურებელთან დამშვიდობების დროს თამარ ჩიხლაძემ.

ჟურნალისტების თქმით, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღეს. როგორც ისინი ამბობენ, მათი გადაწყვეტილების უკან პერსონალური მიზეზები დგას.

„ქვეყნისთვის, დემოკრატიისთვის და კრიტიკული მედიისთვის ურთულეს დროს აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღეთ და მის მიღმა პერსონალური მიზეზებია, რომელიც, საერთო ჯამში, მაინც გამოწვეულია იმ გარემოთი, რომელშიც გვიწევს ცხოვრება“, - თქვა თეონა ბაკურიძემ ეთერში.

მათ მადლობა გადაუხადეს ტელეარხს, მაყურებელსა და გუნდს, რომელიც მათთან ერთად მუშაობდა.

ბაკურიძე და ჩიხლაძე „ფორმულაზე“ ბოლო ოთხი წელია, მუშაობენ. ბოლო პერიოდში ნათია ზოიძე იყო მათი ერთობლივი გადაცემის „ფორმულას დღის“ პროდიუსერი. მანამდე სამივე მათგანი „TV პირველში“ მუშაობდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S