
დენის შმიჰალი: უკრაინის აღდგენის საინვესტიციო ფონდი აშშ-ში დარეგისტრირდება, მისი ანგარიშის ვალუტა კი გრივნა იქნება
02/05/2025 09:27:57 მსოფლიო
უკრაინის აღდგენის ფონდი აშშ-ში დარეგისტრირდება და მისი ანგარიშის ვალუტა გრივნა იქნება, – ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის დეპუტატის იაროსლავ ჟელეზნიაკის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
შმიჰალმა შეკითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, შეთანხმების რატიფიცირება 8 მაისს იგეგმება, განაცხადა, რომ "იმედოვნებენ, ეს რაც შეიძლება, მალე მოხდება".
სხვა ორ დოკუმენტზე საუბრისას, რომლებმაც შეთანხმების ტექნიკური დეტალები უნდა განსაზღვროს, შმიჰალმა თქვა, რომ ეს ინსტიტუციებსშორისი შეთანხმებაა, რომელიც პრინციპების დონეზეა შეთანხმებული და არ საჭიროებს რატიფიკაციას.
ცნობისთვის: 30 აპრილს აშშ-სა და უკრაინას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას „აშშ-უკრაინის რეკონსტრუქციის საინვესტიციო ფონდის დაფუძნების“ შესახებ.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021