
ტრამპმა 8 მაისი და 11 ნოემბერი ორ მსოფლიო ომში გამარჯვების დღეებად გამოაცხადა
02/05/2025 07:09:59 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 8 მაისი მეორე მსოფლიო ომში გამარჯევების დღედ გამოაცხადა.
"შეერთებული შტატების ბევრი მოკავშირე და მეგობარი 8 მაისს გამარჯვების დღეს აღნიშნავს, მაგრამ ამერიკელებმა ამ გამარჯვების მისაღწევად სხვებზე მეტი გააკეთეს", – დაწერა 2 მაისს ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში.
გარდა ამისა, მან 11 ნოემბერი პირველ მსოფლიო ომში გამარჯვების დღედ გამოაცხადა.
ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს 8 მაისს აღნიშნავს. რუსეთი, რომელიც ნაცისტური გერმანიის დამარცხებას საბჭოთა კავშირის დამსახურებად მიიჩნევს, 9 მაისს აღნიშნავს „დიდ სამამულო ომში" გამარჯვების დღეს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021