Accentnews.ge
ანექსირებულ ყირიმში მდებარე სამხედრო აეროდრომებზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

ანექსირებულ ყირიმში მდებარე სამხედრო აეროდრომებზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან

02/05/2025 06:59:09 მსოფლიო

ანექსირებულ ყირიმში მდებარე სამხედრო აეროდრომებზე დრონებით შეტევის შესახებ იუწყებიან. კერძოდ, ტელეგრამ-არხი „კრიმსკი ვეტერ“ ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ გადაღებული ვიდეოების და ინფორმაციის საფუძველზე წერს, რომ უკრაინული დრონების სამიზნე იყო სიმფეროპოლთან მდებარე დაბა გვარდეისკოეში დისლოცირებული სამხედრო ნაწილი და აეროდრომი და სევასტოპოლთან მდებარე დაბა კაჩაში განთავსებული სამხედრო აეროდრომი.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 2 მაისს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომელიც სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 121 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და მათგან 89 - ყირიმის და 23 - შავი ზღვის აკვატორიის თავზე.

უკრაინას ანექსირებულ ყირიმზე უპილოტო საფრენი აპარატებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერ–ჯერობით არაფერი უთქვამს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S