
ისრაელის არმიამ სირიაში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად საჰაერო იერიში მიიტანა
02/05/2025 06:40:20 მსოფლიო
ისრაელის არმიამ სირიის დედაქალაქ დამასკში, პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე სამიზნეებზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხაადეს.
მათი თქმით, ეს არის მკაფიო სიგნალი სირიის რეჟიმისთვის, რომ არ დაუშვებენ დამასკის სამხრეთით სირიის სამხედრო ძალების განთავსებას და დრუზების თემისთვის რაიმე სხვა საფრთხის შექმნას.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმა დამასკოში, აჰმედ ჰუსეინ ალ-შარაას სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელეს, თუმცა სამიზნე არ დაუკონკრეტებიათ.
სირიის ხელისუფლების მხრიდან კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
სირიის დედაქალაქის შემოგარენში ქვეყნის გარდამავალი მთავრობის ჯარებსა და დრუზების ეთნორელიგიური ჯგუფის წარმომადგენლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 29 აპრილს დაიწყო. მედიის ცნობით, დაპირისპირება,სავარაუდოდ, გამოიწვია გავრცელებულმა ჩანაწერმა, სადაც წინასწარმეტყველ მუჰამედს შეურაცხყოფენ. სუნიტი მებრძოლების ვარაუდით, ჩანაწერი დრუზი მამაკაცის მიერ არის გაკეთებული.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021