Accentnews.ge
ინდოეთმა პაკისტანიდან ყველა რეისისთვის დახურა საჰაერო სივრცე მზარდი დაძაბულობის ფონზე

ინდოეთმა პაკისტანიდან ყველა რეისისთვის დახურა საჰაერო სივრცე მზარდი დაძაბულობის ფონზე

01/05/2025 12:04:56 მსოფლიო

ინდოეთმა პაკისტანიდან ყველა რეისისთვის საჰაერო სივრცე მთლიანად დახურა. შეზღუდვები 30 აპრილიდან 23 მაისამდე იმოქმედებს. ეს ზომა დელის საპასუხო ქმედებაა 22 აპრილს ქაშმირში მომხდარ ტერორისტულ თავდასხმაზე, რომლის შედეგადაც 25 ტურისტი (მათ შორის იყვნენ ინდოეთის მოქალაქეებიც) დაიღუპა.

ინდოეთმა პაკისტანი ქაშმირის სადავო რეგიონში ტერორიზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. დელიმ განაცხადა, რომ თავდამსხმელებს შორის ორი პაკისტანელი იყო. ისლამაბადი ამას კატეგორიულად უარყოფს და დამოუკიდებელი გამოძიებისკენ მოუწოდებს.

ფრენების დროებითი აკრძალვა ორ ბირთვულ ქვეყანას შორის მზარდი დაძაბულობის ფონზე გადადგმული უახლესი ნაბიჯია.

ინდოეთმა ადრე გამოაცხადა ინდოეთის წყლების ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ, პაკისტანელებისთვის ვიზები გააუქმა და თავის მოქალაქეებს პაკისტანის დატოვებისკენ მოუწოდა. შედეგად, ინდოეთი პაკისტანის 800-მდე მოქალაქემ დატოვა, ხოლო სავიზო შეთანხმებების გაუქმების შემდეგ 1500 ინდოელი დაბრუნდა სახლში.

საპასუხოდ, ისლამაბადმა ინდოეთის ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცე დახურა და ორმხრივი ვაჭრობა შეაჩერა.

პაკისტანის თავდაცვის მინისტრი: ინდოეთის შემოჭრა გარდაუვალია

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S