Accentnews.ge
ამერიკელი სენატორები მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ „გამანადგურებელ“ სანქციებს, თუ პუტინი უარს იტყვის ომის დასრულებაზე

ამერიკელი სენატორები მხარს უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ „გამანადგურებელ“ სანქციებს, თუ პუტინი უარს იტყვის ომის დასრულებაზე

01/05/2025 11:54:06 მსოფლიო

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი, აცხადებს, რომ კანონპროექტს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას და იმ ქვეყნების მიმართ ტარიფების შემოღებას ითვალისწინებს, რომლებიც რუსეთისგან ნავთობს, გაზს და სხვა მნიშვნელოვან რესურსებს ყიდულობენ, უკვე აქვს 72 სენატორის მხარდაჭერა. ეს არა მხოლოდ 60 ხმის აუცილებელ ზღვარს აჭარბებს, არამედ დონალდ ტრამპის შესაძლო ვეტოს დაძლევის საშუალებასაც იძლევა - ამისთვის 67 სენატორია საჭირო.

გრემი კანონპროექტის მიღებას იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად სერიოზულ მოლაპარაკებებს არ დაიწყებს.

"მიზანი არის პრეზიდენტის დახმარება",- განმარტა სენატორმა და დასძინა, "მან [პუტინის მიმართ] იმედგაცრუება გამოთქვა. მე მინდა ეს ომი მოლაპარაკებების გზით, ღირსეულად და სამართლიანად დასრულდეს. ვფიქრობ, ტრამპი საუკეთესო ადამიანია ამ მიზნის მისაღწევად, მაგრამ ეს სანქციები სენატის შეხედულებას გამოხატავს, რომლის მიხედვითაც მთავარ დამნაშავედ რუსეთს ვთვლით".

მისი თქმით, პუტინი "დიდ შეცდომას დაუშვებს, თუ ტრამპის მოტყუებას შეეცდება. ეს კანონპროექტი პრეზიდენტ ტრამპის ერთ-ერთი ინსტრუმენტია".

სენატორის თქმით, კანონპროექტს წარმომადგენელთა პალატაშიც საკმარისი მხარდაჭერა აქვს. "პუტინს საბოლოოდ მოლაპარაკება მოუწევს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკა „განადგურდება“, - განაცხადა სენატორმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S