Accentnews.ge
რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი

რუსეთმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი

01/05/2025 05:11:57 მსოფლიო

რუსეთმა შუაღამის შემდეგ, 1 მაისს უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანა

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ ოდესაში ორი ადამიანი დაიღუპა. დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლები, სკოლის შენობა და სუპერმარკეტი.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დილის ცხრის ნახევრისთვის გაავრცელა ცნობა, რომ ოდესაში დაშავებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა.

დრონებით შეტევა იყო ხარკოვზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დარტყმამ ხანძრები გამოიწვია ქალაქ ხარკოვის კიევის რაიონში. სხვა შედეგები ჯერ–ჯერობით უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S