
ტრამპის ტარიფების შემდეგ, აშშ-ის ეკონომიკა ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად შემცირდა
30/04/2025 18:11:08 მსოფლიო
აშშ-ში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 2025 წლის პირველ კვარტალში 0,3%-ით შემცირდა. მსგავსი რამ 2022 წლის შემდეგ პირველად მოხდა,- წერს „ბლუმბერგი“ ამერიკის ეკონომიკური ანალიზის ბიუროს ანგარიშზე დაყრდნობით.
ანგარიშის თანახმად, მშპ-ის შემცირება უმთავრესად გამოწვეულია ტარიფების შემოღებამდე იმპორტის გაზრდით.
ანგარიშის მიხედვით, წმინდა ექსპორტი თითქმის 5 პროცენტული პუნქტით შემცირდა მშპ-თან მიმართებაში, რაც რეკორდული მაჩვენებელია. სამომხმარებლო ხარჯები, რომელზეც მშპ-ის ორი მესამედი მოდის, 1,8%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე ცუდი მაჩვენებელია 2023 წლის შუა პერიოდიდან.
ბიზნესის დანახარჯები აღჭურვილობის შესყიდვებზე 2020 წლის შემდეგ ყველაზე სწრაფი ტემპით გაიზარდა. უკანასკნელად მშპ-ის კვარტალური ვარდნა აშშ-ში 2022 წელს დაფიქსირდა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021