Accentnews.ge
ოკმელაშვილი პენიტენციურ სამსახურს უჩივის

ოკმელაშვილი პენიტენციურ სამსახურს უჩივის

30/04/2025 18:02:08 საზოგადოება

„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული აქციების მონაწილე, 2024 წლის მაისში საკუთარ სახლში დაკავებული დემონსტრანტი, სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებლი გიორგი ოკმელაშვილი პენიტენციურ სამსახურს უჩივის.

„გიორგი ოკმელაშვილის ადმინისტრაციული სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო.

დაცვის მხარის მიერ სადავოდაა გამხდარი გიორგი ოკმელაშვილის მიმართ საშიშროების რისკის ხელოვნურად, უსაფუძვლოდ დამძიმების შესახებ პენიტენციური სამსახურის გადაწყვეტილება“, – აცხადებს ოკმელაშვილის ადვოკატი კობა ბარამია.

ადვოკატის განმარტებით, გიორგი ოკმელაშვილს, პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, საწყის ეტაპზე საშიშროების „საშუალო“ ხარისხის რისკი და ნახევრად-ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოხდის მიზნით განთავსება განესაზღვრა.

„მოგვიანებით, ერთი თვის თავზე, პენიტენციურმა სამსახურმა კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გიორგი ოკმელაშვილს დაუმძიმა რისკის ხარისხი და განუსაზღვრა საშიშროების „მომეტებული“ რისკი. შედეგად, გიორგი ოკმელაშვილი მოათავსეს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (ერთ ოთახში)“, – წერს ბარამია.

რამდენიმე დღის წინ თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ოკმელაშვილის მიმართ საქალაქო სასამართლოს განაჩენი - 5-წლიანი პატიმრობა. გადაწყვეტილება 28 აპრილს გამოაცხადა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა.

ოკმელაშვილის ადვოკატის კობა ბარამიას თქმით, საქმეს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ, შემდეგ კი გეგმავენ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ.

ოკმელაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე გიორგი გელაშვილმა. მას ლიეტუვის მთავრობამ სავიზო სანქციები დაუწესა) 3 თებერვალს მიუსაჯა 5-წლიანი პატიმრობა.

ოკმელაშვილი 2024 წლის 15 მაისს დააკავეს საკუთარ სახლში და პოლიციელზე ძალადობის ბრალი წაუყენეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S